იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ოთარ ჩახუნაშვილი და დირექტორის პირველი მოადგილე ლიკა კობალაძე გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროგრამის ხელმძღვანელს, ირინა ჯაფარიძესა და პროგრამის ანალიტიკოსს, სალომე იჩქიტს შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიმდინარე ერთობლივ ინიციატივებსა და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. იურიდიული დახმარების სამსახური აქტიურად ახორციელებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვას. ამ მიზნით, პარტნიორების მხარდაჭერით, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მუშაობას ქალთა კონსტიტუციური უფლებებისა და უსაფრთხოების დასაცავად.
მხარეები ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
