დღეს, 15 სექტემბერს აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ესტუმრა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის იურიდიული მრჩეველი ლანა მორტონ ოუენსი. იგი ადგილზე გაეცნო უფასო სამართლებრივი დახმარების მიწოდების მექანიზმებს და ფორმებს.
ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა იამზე ზანდარაძემ სტუმარს დეტალურად გააცნო ბიუროს მუშაობის პრინციპი და გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება.
ლანა მორტონ ოუენსმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერა იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმებისადმი უფასო სამართლებრივი დახმარების ხარისხისა და ხელმისაწვდომის გაუმჯობესების მიზნით.