Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

იმერეთსა და სამეგრელოში მცხოვრებ დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

5–8 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისისა და ფოთის ბიუროების ადვოკატებმა, დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრები გამართეს იმერეთსა და სამეგრელოში მცხოვრებ დევნილებთან.

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა წყალტუბოში, ქუთაისში, ფოთსა და სენაკში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან. შეხვედრების ფარგლებში, დევნილები გაეცნენ მათთვის განკუთვნილ სამართლებრივ სერვისებსა და სოციალურ პროგრამებს, ასევე – მიიღეს პასუხები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. ფოთში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, ხოლო სენაკში – ასევე ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები დევნილებთან შეხვედრებს პერიოდულად მართავენ. დევნილთა უფლებების დაცვის სფეროში, იურიდიული დახმარების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.