Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ხონში მცხოვრებ დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

15 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ხონში, ყოფილ სამხედრო დასხლებაში კომპაქტურად ჩასახლებულ იძლებით გადაადგილებულ პირებთან.

შეხვედრის ფარგლებში, დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია  იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. განემარტათ იურიდიული დახმარების სახეები და ფარგლები. ყურადღება გამახვილდა ქალთა უფლებებისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე. დევნილებს ასევე გაეწიათ კონსულტაცია მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.