Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

შეხვედრა ქუთაისის ა.წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებთან

დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტებმა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან  შეხვედრა მოაწყვეს.

სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნისა და განვითარების ისტორიას, საადვოკატო მომსახურებისა და კონსულტაციის სპეციფიკას, ასევე სტაჟირების პროგრამას (იურიდიულ კლინიკას), რომელიც განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

შეხვედრის დასასრულს, ქუთაისის ბიუროს უფროსმა, გელა სიორდიამ,  სერტიფიკატები გადასცა იმ სტუდენტებს, რომლებმაც 4-თვიანი სტაჟირება იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროში გაიარეს.