Top

ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საინფორმაციო შეხვედრა ხარაგაულში

26 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა ხარაგაულში გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობა უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს გაეცნო. მოქალაქეებმა, კვალიფიციური იურისტებისგან, სხვადასხვა საკითხზე, სამართლებრივი კონსულტაცია მიიღეს.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.