Top

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სიღნაღისა და სტეფანწმინდის თვითმმართველობის წარმომადგენლები იურიდიული დახმარების სერვისს გაეცნენ

17ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის ბიუროს ადვოკატები სიღნაღის გამგეობისა და საკრებულო წარმომადგენლებს შეხვდნენ, მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა კი საინფორმაციო შეხვედრა სტეფანწმინდის გამგეობის თანამშორმლებთან გამართეს.

შეხვედრების ფარლგებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები და მომსახურების სპეციფიკა გააცნეს.

შეხვედრების მიზანია, თვითმმართველობის მუშაკთა ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა ბენეფიციართა გადამისამართების პროცესში. აღნიშნული გულისხმობს სამართლებრივი საჭიროებების მქონე მოქალაქეთა გადამისართებას იურიდიული დახმარების ბიუროებში.