Top

თელავის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

თელავის ბიუროს თანამშრომლები სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ

2018 წლის 9 თებერვალს კახეთის–თელავის ბიუროს ადვოკატები იმყოფებოდნენ გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით. 

ოჯახში ვიზიტი განხორციელდა ინტერნეტით გავრცელებული ვიდეოს შემდეგ.  ვიდეოში ოჯახის წევრი   გოგონა თავის მდგომარეობაზე მძიმე ისტორიას ყვებოდა. მისი ბებია ოჯახის გასაჭირზე, სამართლებრივ პრობლემებსა  და თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდა. სწორედ, ვითარებაში გასარკვევად კახეთის–თელავის ბიუროს თანამშრომლები მივიდნენ ადგილზე და გაესაუბრნენ ოჯახის წევრებს. 

სამოქალაქო სამართლებრივი კუთხით ოჯახის წევრებს ადვოკატმა ალექსი ტუსნიაშვილმა მოუსმინა და გაუწია კონსულტაცია, ხოლო სისხლის სამართლებრივი პრობლემების შესახებ ოჯახს ადვოკატი გია ფარადაშვილი გაესაუბრა და საჭირო რჩევები მისცა. გარდა ამისა, ადვოკატებმა სოციალურად დაუცველ ოჯახს ტკბილეული და ბავშვის საკვები პროდუქტებიც გადასცეს.

კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიურო  სამართლებრივ დახმარებას მომავალშიც გაუწევს სოციალურად დაუცველ ოჯახს.