Top

გორის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებული გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატის, იოსებ გაბარაევის, დახმარებით, კასპის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი, ელვარ ხ., რომელსაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანისათვის ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სრულად გამართლდა.

საქმეში ჩართვის შედმეგ, ადვოკატმა იოსებ გაბარაევმა დაიწყო აქტიური მუშაობა დასაცავი პირის გასამართლებლად. ადვოკატი ჩავიდა ელვარ ხ.-ის სოფელში, დაათვალიერა კარ-მიდამო, შეხვდა და გაესაუბრა ბრალდებულის მეზობლებს.

გაირკვა, რომ კანაფი, რომლის კულტივირებას ელვარ ხ.-ს ედავებოდნენ, ფართოდ იყო გავრცელებული სოფელში და თავისით ამოდიოდა, რაც დაცვის მხარის მოწმეებმა სასამართლოშიც დაადასტურეს. ამასთან, არ არსებობდა არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ბრალდებული უშუალოდ მონაწილეობდა მცენარის კულტივირებაში.

საბოლოოდ, გორის რაიონულმა სასამართლომ ელვარ ხ. წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.