Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ქურდობაში ბრალდებულები გამართლდნენ

იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი, იმედა ქარქაშაძე, იცავდა ჰერკულეს ჩ.-ს და გია მ.-ს, რომელთაც ბრალი ედებოდათ ბინაში შეღწევით ჩადენილ ქურდობაში.

საქმე ეხებოდა 1995 წელს მომხდარ დანაშაულს, რომლისთვისაც აღნიშნული პირები ძებნაში იყვნენ გამოცხადებულნი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მათ დაენიშნათ ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.

ადვოკატი იმედა ქარქაშაძე გაეცნო საქმის მასალებს და, ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზის შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულები უნდა გამართლებულიყვნენ, ვინაიდან საქმეში არ მოიძებნებოდა მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მათ ბრალეულობას. მოწმეთა დაკითვის დროს კი გაირკვა, რომ ბრალდებულებმა საქართველო 1994 წელს დატოვეს, შესაბამისად 1995 წელს დანაშაულს ვერ ჩაიდენდნენ.

აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ თავისი დაცვისქვეშმყოფთა გამართლება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია გაიზიარა და ბრალდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.