Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

არასრულწლოვანი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდეს

იურიუდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი, ნინო ტაბატაძე, ქურდობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს -  ზაზა ჯ.-ს იცავდა.

საქმეზე ჩატარებული იყო საგამოძიებო მოქმედებები. დაიკითხნენ დაზარალებული და მოწმეები. ბრალდებული აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს.

საქმის მასალების შესწავლისა და დასაცავ პირთან გასაუბრების შემდეგ, საზოგადოებრივმა ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ, მიიჩნია, რომ არასრულწლოვნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყვეტილიყო. პროკურატურისთვის წარდგენილ შუამდგომლობაში ადვოკატი უთითებდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტებზე და ასაბუთებდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართლებრივი დევნის გაგრძლების საჯარო ინტერესი არ არსებობდა. ამასთან, ადვოკატის მიერ მოპოვებული ცნობებით, ზაზა ჯ. დადებითად ხასიათდებოდა როგორც სკოლის პედაგოგების, ისე მეზობლების მიერ.

პროკურატურამ აღნიშნული შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა, ზაზა ჯ.-სთან გააფორმა ხელშეკრულება განრიდების შესახებ და არასრულწლოვნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.