Top

ბათუმის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრები გრძელდება

იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატები დღეს იმყოფებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სადაც შეხვედრა გამართეს გამგეობის, საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის ადგილობრივი ბიუროს თანამშრომლებთან.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და მათთან ერთად, სამართლებრივი დაცვის კუთხით, ადგილორბივი მოსახლეობის საჭიროებები განიხილეს.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რათა მათ, საჭიროების შემთხვევაში, შეძლონ მოქალაქეთა სამართლებრივ პრობლემებზე რეაგირება და შესაბამის იურიდიული დახმარების ბიუროში ბენეფიციართა გადამისამართება უზრუნველყონ.

გასულ წელს, თვითმმართველობის ორგანოებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილებების წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს 50–ზე მეტ მუნიციპალიტეტში გაიმართა.