Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

იმერეთში გასვლითი კონსულტაციები გრძელდება

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიურო აგრძელებს გასვლით კონსულტაციებს იმერეთის რეგიონში.

2 აპრილს, რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა ქუთაისში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან. ამჯერად საზოგადოებრივი ადვოკატები  ნიკეას №15-ში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ, იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და ადგილზე გაუწიეს კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დევნილთა უფლებებსა და სოციალური დახმარების საკითხებზე.

3 აპრილს კი შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანში. ადგილობრივ მოსახლეობას, კონსულტაციების გაწევასთან ერთად, განემარტა, რომ იურიდიული დახმარების მისაღებად შეუძლიათ ეწვიონ მეზობელ სოფელში - გეგუთში მოქმედ საზოგადოებრივი ცენტრს, სადაც ხუთშაბათობით მათ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი მიიღებთ. გეგუთის საზოგადოებრივ ცენტრში იურიდიული კონსულტაციის სერვისი 12 თებერვლიდან დაინერგა.