Top

ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ჩატარდა შეხვედრა ბაილეთის, სილაურისა და ჯუმათის მოსახლეობასთან

19 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ბაილეთს, სილაურს და ჯუმათს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი ესტუმრა. ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა - მარინა კიკნაძემ, იამზე მემარნიშვილმა და ნინო გელაჭეიშვილმა აღნიშნული სოფლების მოსახლეობას გააცნეს საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები. ესაუბრნენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, შრომის კანონმდებლობის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და სხვა საკითხებზე. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.

შეხვედრის შემდეგ მობილურ საკონსულტაციო ცენტრში, კონფიდენციალურობის დაცვით, ყველა დაინტერესებულ პირს გაეწია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია.