Top

ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ზუგდიდში გაიმართა შეხვედრა ქალ პრობაციონერებთან

2024 წლის 5-დეკემბერს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის იუსტიციის სახლში „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კომპანიის“ ფარგლებში შეხვდა ქალ პრობაციონერებს. შეხვედრა ორგანიზებული იყო დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ.

შეხვედრის თემები იყო: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა და სერვისები. რომან კეიდიამ პრობაციონერებს მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის მიერ სამართლებრივი დახმარების კუთხით  გაწეულ და მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე