Top

სენაკის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

სენაკში მობილური საკონსუტაციო ცენტრით ისარგებლეს

2023 წლის 20 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან გვენეტაძე და სხვა წარმომადგენლები სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიას, სოფლების რწმუნებულებსა და მოსახლეობას შეხვდნენ.

სამსახურის წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნეს. ასევე, წარადგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, პროექტის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" ფარგლებში შეიქმნა.

"მობილური საკონსულტაციო ცენტრი" - ეს არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.მობილური საკონსულტაციო ცენტრით აქტიურად ისარგებლა სენაკის მოსახლეობამ.  

სენაკის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა მაია რობაქიძე-ძიძავამ მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით, ყველა საჭირო პირობის დაცვით, ინდინივიდუალური კონსულტაციები გაუწია დაინტერესებულ პირებს.