Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტში

22 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატები შეხვდნენ ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას.

შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ისაუბრეს.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.