Top

ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

მოვალეს, სოციალურად დაუცველის სასარგებლოდ, ვალის გასტუმრება დაეკისრა

სოციალურად დაუცველმა გოჩა გ.-მ კონსულტაციისათვის იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს მიმართა. მისი განმარტებით, ახლობლის - კახაბერ გ.-ის თხოვნით, რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციიდან გამოიტანა კრედიტები, რომელთა დაფარვაც კახაბერ გ.-ს უნდა უზრუნველეყო, თუმცა პირობას არ ასრულებდა.

გოჩა გ. ვერ იხდიდა თანხებს, რის გამოც ყოველდღიურად ერიცხებოდა პროცენტები და პირგასამტეხლო. კახაბერ გ. კი ვალის დაბრუნებას არ ჩქარობდა. ასეთ ვითარებაში, გოჩა გ.-მ ჯერ პოლიციას, შემდეგ კი ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს მიმართა.

ბიუროს კონსულტანტმა, ნანა ლუტიძენ, გოჩა გ.-ს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია და შეუდგინა საჭირო დოკუმენტები. მომზადდა სარჩელი, რომლითაც გოჩა გ.-მ თავისი ახლობლისგან 2000 ლარამდე თანხის გადახდა მოითხოვა. სარჩელს ერთოვოდა ბანკებიდან მოპოვებული ცნობები.

საბოლოოდ, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გოჩა გ.-ს სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და მის მოვალეს არამხოლოდ ძირითადი თანხის, არამედ გოჩა გ.-სთვის დარიცხული პრონცენტების გადახდაც დააკისრა.