იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობა განაგრძობს საქმიანობას კახეთის რეგიონში.
2025წლის 10 სექტემბერს მობილური საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით ისარგებლეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაფარეულისა და ლაფანყურის მოსახლეობამ, ასევე ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გრძელი ჭალასა და გრემში მცხოვრებმა მოქალაქეებმა. იურიდიული დახმარების თელავის ბიუროს ადვოკატებმა ალექსი ტუსნიაშვილმა და გია ფარადაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.
ცენტრის დახმარებით ადვოკატებმა აღნიშნულ ოთხივე მცხოვრებლებს იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.
სექტემბერში თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები თელავის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სხვა სოფლებსა და ქალაქებს ესტუმრებიან და ცენტრის დახმარებით ინდივიდუალურ იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევენ დაინტერესებულ პირებს.