Top

მცხეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

მცხეთა-მთიანეთის ბიუროს იურისტები სოფელ ძალისის მოსწავლეებს შეხვდნენ

"ქორწინება ადრეულ ასაკში” და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“ – ეს იყო მთავარი საკითხები, რომლის შესახებაც ისაუბრეს მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა ნათია ბერძენიშვილმა და ქეთევან თალაკვაძემ,  22 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაზე.

აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიურო აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლებთან. მსგავსი შეხვედრა–სემინარების მიზანია არასრულწლოვანთა მართლშეგნების და პასუხისმგებლობის ამაღლება, მათთვის უფლებების განმარტება და დანაშაულის თავიდან არიდება. 

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა კითხვა–პასუხი. სკოლის მოსწავლეებმა საზოგადოებრივი ადვოკატებისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის სამართლებრივად მნიშვნელოვან და საინეტერესო კითხვებზე.