Top

ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მობილური საკონსულტაციო კამპანია იწყება

იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი სამეგრელოს რეგიონში საინფორმაციო-საკონსულტაციო კამპანიას განაგრძობს.

 5 აპრილიდან ცენტრი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტუმრება. ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები და კონსულტანტები ადგილობრივ მოსახლეობას ინდივიდუალურ იურიდიულ კონსულტაციებს შემდეგი გრაფიკით გაუწევენ :

✅5 აპრილი: ეკი, 12:00 სთ;

ზანა -13:30 სთ

✅8 აპრილი:- უშაფათი, 13:00 სთ;

ფოცხო, 14:30 სთ

✅10 აპრილი: ლეძამძე 13:00 სთ

ნოქალაქევი 16:00 სთ

✅12 აპრილი: ძველი სენაკი - 12 სთ;

გეჯეთი 13:30 სთ;

✅15 აპრილი: ხორში 12:00 სთ;

ზემო ჭალადიდი 16:00 სთ;

 ვთხოვთ, აღნიშნული სოფლების მოსახლეობას იყვნენ ყურადღებით, რათა არ გამორჩეთ "მობილური საკონსულტაციო ცენტრის" ვიზიტი და გამოიყენონ უფასო იურიდიული დახმარების მიღების შანსი.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის "მობილური საკონსულტაციო ცენტრი" - ეს არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის მიღება კონფიდენციალურობის დაცვით, საჭირო შემთხვევაში კი, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაც. ცენტრი მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ფარგლებში.