15 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის მართვის სამმართველოს იურისტმა მაგდა ჯიჯელავამ და ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონულტანტებმა მაია ხვადაგიანმა და ინა მელაძემ ჩაატარეს შეხვედრა ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან.
მაგდა ჯიჯელავამ წარადგინა იურიდიული დახმარების სამსახურის პრეზენტაცია, რომელშიც წარმოდგენილია ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის მოქმედი მანდატის, უფასო სამართლებრივი დახმარების პირობების, სამსახურის სერვისების შესახებ.
გარდა ამისა, იურისტებმა ისაუბრეს დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ბულინგისა და ტოლერანტობის საკითხებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის. ასევე, ბავშვთა უფლებების თემებზე. კონსულტანტებმა უპასუხეს დაინტერესებულ პირთა შეკითხვებს