Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

საწირესა და ორპირში მობილური საკონსულტაციო ცენტრი ჩავიდა

იმერეთში გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანია.

2026 წლის  26 თებერვალს ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტები მაია ხვადაგიანი და ინა მელაძე ტყიბულის მუნიციპალიტეტი სოფლების - საწირესა და ორპირის მოსახლეობას შეხვდნენ.

მათ  ადგილობრივებს, მობილური საკონკულტაციო ცენტრის გამოყენებით,   გაუწიეს ინდივიდუალური კონსულტაციები მიწის სისტემური რეგისტრაციის, ანდერძის, ჩუქების, მემკვიდრეობის რიგითობის, სასამართლოში დავის განხილვის საკითხებზე. 

კამპანია მიმდინარეობს გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით.