იმერეთში გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანია.
2026 წლის 26 თებერვალს ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტები მაია ხვადაგიანი და ინა მელაძე ტყიბულის მუნიციპალიტეტი სოფლების - საწირესა და ორპირის მოსახლეობას შეხვდნენ.
მათ ადგილობრივებს, მობილური საკონკულტაციო ცენტრის გამოყენებით, გაუწიეს ინდივიდუალური კონსულტაციები მიწის სისტემური რეგისტრაციის, ანდერძის, ჩუქების, მემკვიდრეობის რიგითობის, სასამართლოში დავის განხილვის საკითხებზე.
კამპანია მიმდინარეობს გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით.
