Top

ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ადვოკატ მაია ნოზაძის დახმარებით, სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო

ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მაია ნოზაძე 2017 წლის ივნისიდან იცავდა საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით აზერბაიჯანელი, რ.ხ–ს ინტერესებს, რომელსაც ბრალი წარდგენილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვისთვის (საქართველოს სიხხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლი). 

რ.ხ.–ს  დაენიშნა  ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, საქართველოს სსსკ–ის 45–ე მუხლის ,,ბ’’ ქვ/პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან ბრალდებულმა არ იცოდა სისხლის სამართლის პროცესის ენა. საქმეს რამდენიმე თვის განმავლობაში იხილავდა ბოლნისის რაიონული სასამართლო.  პროცესების მიმდინარეობისას გამოიკითხნენ მოწმეები და ექსპერტები, მოსამართლემ გამოიკვლია წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები. დაცვის მიერ დასმული კითხვებით გამოიკვეთა, რომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად აგებული იყო მხოლოდ ეჭვებსა და ვარაუდებზე.    

საზოგადოებრივმა ადვოკატმა მაია ნოზაძემ თავის საპაექრო სიტყვაში წარმოდგენილი არგუმენტებით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლს და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციას ეყრდნობოდა, სასამართლოგან მოითხოვა რ. ხ.  –ს  წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. 

სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და2018 წლის 9 იანვარს  ბრალდებული რ.ხ. უდანაშაულოდ ცნო.