Top

ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

რუსთავში მცხოვრები პენსიონერის სასარგებლოდ, ბიზნეს-კომპანიის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა

2018 წლის ზაფხულში, ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტს დავით ჯიქიას მიმართა რუსთავში მცხოვრებმა პენსიონერმა ზ.ა.-მ და სთხოვა სამართლებრივი დახმარება შპს „საქართველოს ფოსტასთან“ მიმდინარე დავაში. 

გაირკვა, რომ მრავალი წლის წინ, ზ.ა. ინდივიდუალური მეწარმე იყო, თუმცა კარგა ხანია, მიზეზთა გამო სამეწარმეო საქმიანობა შეწყვიტა. მოსარჩელე მხარე - შ.პ.ს „საქართველოს ფოსტა“  ზ.ა.-სგან, მისი  კუთვნილი საქონლის გადაზიდვისა და სატერმინალო მომსახურების საფასურად მოითხოვდა 5 000 ლარამდე თანხის გადახდას.

კონსულტანტმა აღნიშნულ საქმეზე ბენეფიციარს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია,  ურჩია, თუ როგორ უნდა დაეცვა თავისი უფლებები სასამართლო პროცესზე.  მანვე მოდავე მხარის საპასუხოდ მოამზადა შესაგებელი, სადაც შესაბამისი სამართლებრივი ნორმების მითითებით ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

სასამართლომ  გაიზიარა შესაგებელში მითითებული სამართლებრივი დასაბუთება და  2018 წლის 20 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით,  მოსარჩელე მხარეს - შ.პ.ს „საქართველოს ფოსტას“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.