Top

ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

ჩოხატაურში ადგილობრივ თვიმმართველობასა და მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

6 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს და ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრის იურისტებმა გამართეს საინფორმაციო შეხვედრები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ასევე დაბა ჩოხატაურისა და სოფელ ხიდისთავის მოსახლეობასთან.

საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაკებს და მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.