Top

ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

დაბა ნასაკირალსა და სოფელ გურიანთაში შეხვედრები გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო და მობილური საკონსულტაციო კამპანიის ფარგლებში, 21 თებერვალს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალს და სოფელ გურიანთას ესტუმრნენ. 

ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგდა ჟურნალი "საზოგადოებრივი ადვოკატი" და მიეწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. მათ შორის:  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, მიწის რეგისტრაციის, შრომის უფლებების, მემკვიდრეობის, სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზის შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ  სოფელში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტის  შედეგად დაზარალებული ქალები, რომლებმაც მიიღეს ინფორმაცია კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ; საკუთრებისა და მეწარმეობის სამართლებრივ საკითხებზე,  "დამცავ" და "შემაკავებელ" ორდენებზე, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე.