Top

სამეგრელოს-ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ერგეტას მოსახლეობა მიწის და საკუთრების დაკანონების საკითხებს გაეცნო

2019 წლის 3 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კეიდია და კონსულტანტი ნინო მინჯია ზუგდიდის მუნიციპალტეტის სოფელ ერგეტას ადმინისტრაციულ  ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას  შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება იურიდიული  დახმარების სამსახურის სერვისის შესახებ, რაც გულისხმობს მიწის, უძრავი ქონების დაკანონებასთან დაკავშირებულ საკითხებს; თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების დაკანონების თემას; მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის დაკანონების, საკუთრების რეგისტრაციისა და პრივატიზების, მხარდამჭერის მიმღებად ცნობის საკითხებს.

წარგენილ პრეზენტაციაზე იურისტებმა ისაუბრეს საქართველოს კანონის - „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ და ამ კუთხით იურიდიული დახმარების სამსხურის მომსახურეობის კრიტერიუმებთნ დაკავშირებით.

ერგეტას მოსახლეობა ასევე დაინტერესდა სოციალური დახმარებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა პროგრამებით; სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, პენსიის დანიშვნის, მემკვიდრეობისა და  ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საკითხებით და სხვა. თითოეულ მოსახლეს ადგილზე გაეწია სამართლებრივი კონსულტაცია. შეხვედრის ბოლოს დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.