Top

სამეგრელოს-ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

პირველი მაისის მოსახლეობა ემიგრაციის საკითხებს გაეცნო


იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს წარმომადგენლები გასვლით კონსულტაციაზე იმყოფებოდნენ ხობის მუნიციპალტეტის სოფელში  - პირველი მაისი (18.07.2019).  

შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, მიწისა და უძრავი ქონების რეგისტაციის, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის დაკანონების საკითხების, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული თემატიკის საკითხებთან დაკავშირებით. 

ზუგდიდის ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ მოსახლეობას წარუდგინა პრეზენტაცია ემიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით - თუ რა სამართლებრივ პრობლემებს აწყდებიან მოქალაქეები საზღვარგარეთ და როგორ პირობებში უწვეს მათ თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლა. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სოფლისთვის პრობლემა ძალიან ნაცნობია, რადგან ამ პირველი მაისიდან საზღვარგარეთ  86 ადამიანია წასული სამუშაოს საძებნელად და მათი უმრავლესობა რთული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. განსაკუთრებით ბევრი კითხვა სწორედ ემიგრაციის თემაზე დაისვა.

ადვოკატმა ნათია ქვარცხავამ კი მოქალაქეებს ვრცლად გააცნო საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ და ამ კუთხით იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურების კრიტერიუმები.

შეხვედრის ბოლოს დარიდგა საინფორმაციო ბუკლეტები.