Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იურიდიული დახმარება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის

იურიდიული დახმარება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების უფლებების დაცვა იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი სფეროა.

იურიდიული დახმარების სამსახური ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს საკუთარი უფლებების დასაცავად სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მათ შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პირადი ასევე სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით. იურიდიული დახმარების სამსახური ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ დავებზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ პირი არის გადაახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის გარანტიები, რომელთა მინიჭებაც დამოკიდებულია კატეგორიაზე, კანონმდებლობით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები:

  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
  • სამხედრო ძალების ვეტერანები.

 ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების სოციალური დაცვა ითვალისწინებს:

  • საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
  • საყოფაცხოვრებო - კომუნალური მომსახურების – წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანას, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას, აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობას, სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების დაუშვებლობას სამაგიეროს მიუცემლად.

სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ვეტერანების, რომლებსაც მინიჭებული აქვთ საბჭოთა კავშირის გმირის საპატიო წოდება ან იტალიის და იუგოსლავიის გათავისუფლებისათვის ამ სახელმწიფოთა ეროვნული გმირის წოდება, ან რომლებიც დაჯილდოებულნი არიან საბჭოთა კავშირის სამივე ხარისხის დიდების ორდენით, საქართველოს დავით აღმაშენებლის ორდენით და ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებათა გარდა დამატებით უწესდებათ:

  • გარდაცვალების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით ქუჩის, სკოლის, მოედნისათვის მათი სახელის მინიჭება და დაკრძალვის ადგილას საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი ნიმუშის მიხედვით გარდაცვლილის ბიუსტის დადგმა სახელმწიფოს ხარჯზე;
  • ოჯახისათვის (მშობლები, მეუღლე, შვილები) ერთდროული ფულადი დახმარების გაცემა 20 მინიმალური პენსიის (ხელფასის) ოდენობით.

 


სამართლებრივი აქტები

 


მომსახურების ფარგლები

სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

  • ეცნობა ინფორმაციას და საქმის მასალებს წარმოებაში მიღებული საქმეების შესახებ;
  • ხვდება დასაცავ პირს და უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
  • აანალიზებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს საქმის წარმატებით წარმართვისათვის მტკიცებულებების შეგროვებას და წარდგენას შესაბამის უწყებაში ან სასამართლოში;
  • წარმოადგენს დასაცავ პირს სასამართლოში;
  • ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს – განცხადებებს, სარჩელებს, შესაგებლებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ.;
  • ახდენს დასაცავი პირის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 


მომსახურებით სარგებლობის პირობები

იურიდიული დახმარების სამსახური ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს საკუთარი უფლებების დასაცავად სთავაზობს უფასო საადვოკატო მომსახურებას იმ შემთხვევაში, თუ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი არის გადაახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას.

პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება აგრეთვე პირს, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

  • იმ მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰყავს 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
  • 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
  • მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სრულწლოვანი პირი;
  • მკვეთრად, მნიშვნელოვანად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა მიმდინარეობს ბავშვობიდან;
  • 18 წლამდე ასაკის დედმამით ობოლი ბავშვი;
  • რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, იურიდიული დახმარება შეიძლება გაეწიოს იმ პირსაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თვითონ ვერ გაწევს საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღნიშნული რეგულირდება იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 9 სექტემბრის №27 გადაწყვეტილებით. აღნიშნული პირობა ვრცელდება შემდეგი კატეგორიების პირებზე:

  • პირები, რომლებიც წარსულში აკმაყოფილებდნენ გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს და მათი მონაცემები მოიპოვება სოციალურად დაუცველთა ბაზის არქივში;
  • პირები, რომელთა მძიმე სოციალურეკონომიკური მდგომარეობა დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობებით;
  • მძიმე და განუკურნებული სენით დაავადებული პირები;
  • მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირი;
  • ასაკით პენსიონერი;
  • იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატი/ადვოკატის ოჯახის წევრი/ახლო ნათესავი;
  • მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი;
  • სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ბენეფიციარი;
  • საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კათარზისის“ (სათნოების სახლი) ბენეფიციარი.
 
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული დოკუმენტების შედგენა
იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში
იურიდიული დახმარება არასრულწლოვანთათვის
იურიდიული დახმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის
იურიდიული დახმარება ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის
იურიდიული დახმარება საოჯახო სამართლის საკითხებზე
იურიდიული დახმარება მემკვიდრეობის საკითხებზე
იურიდიული დახმარება დევნილთა უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება სოციალური დახმარების საკითხებზე
იურიდიული დახმარება პენსიის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პაციენტთა უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოების საქმეებზე
იურიდიული დახმარება ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეებზე
იურიდიული დახმარება თავშესაფრის მაძიებელთათვის
იურიდიული დახმარება ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაციის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური უფლებების საკითხებზე