Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იურიდიული დახმარება საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებების საკითხებზე

იურიდიული დახმარება საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებების საკითხებზე

ყველას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს და მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან სამართლებრივ დახმარებაზე, მათ შორის სასამართლოში წარმომადგენლობაზე. იურიდიული დახმარების სამსახური რიგ შემთხვევებში (თუ ეს დაშვებულია კანონმდებლობით) უზრუნველყოფს ამ უფლებების დაცვას. მათ შორის საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებების დაცვა წარმოადგენს იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას.

იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს შემდეგი სახის უფასო იურიდიულ დახმარებებს:

  • სამართლებრივი დოკუმენტების (განცხადება, სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი, შუამდგომლობა და სხვა დოკუმენტები) შედგენა.
  • წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით.
  • წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში.

სამსახური საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებების დაცვას განახორციელებს, თუ:

  • პირი, რომელმაც მიმართა იურიდიული დახმარების სამსახურს რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000.
  • განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუკი პირის სარეიტინგო ქულა არის არაუმეტეს 100 000 მაშინ უფასო იურიდიული დამხარების სამსახური უზრუნველყოფს პირისთვის სამართლებრივი დოკუმენტის შედგენას, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
    • მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰყავს 3 ან მეტი 18 წელს მიუღწეველი ბავშვი;
    • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
    • 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
    • მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი;
    • მკვეთრად მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხტული შეზღყდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა მიმდინარეობს ბავშვობიდან;
    • 18-წლამდე დედ-მამით ობოლი პირი;
    • რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი;

ასევე იურიდიული დახმარების შესახებ კანონის შესაბამისად 2018 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოფილია გადახდისუუნარო პირთა უფასო წარმომადგენლობა სასამართლოში, რიგ შემთხვევებში (საქმის სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით), რომელთა შორისაა წარმომადგენლობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობს ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ კანონიდან“ და აღნიშნულ კანონთან დაკავშირებულ საკითხებთან, ან ეხება ამ კანონის შესასრულებლად გამოცემული ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე საკითხებს.

საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების წევრებს აქვთ უფლება ისარგებლონ მათთვის განკუთვნილი შეღავათებით.

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონის მიერ გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება:

ა) შრომიუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა;

ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა;

გ) არასრულწლოვან (18 წლის ასაკამდე) შვილებზე და ოჯახის სხვა შრომიუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) პირის კმაყოფაზე და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას.

დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ოჯახის წევრების სოციალური დაცვა ითვალისწინებს:

ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების – წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანას, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას, აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობას, სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ოჯახის სოციალური დაცვა ითვალისწინებს:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა გადმოსვენებასა და დაკრძალვას;

ბ) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

გ) სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

 


სამართლებრივი აქტები

 


მომსახურების ფარგლები

სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

  • ეცნობა ინფორმაციას და საქმის მასალებს წარმოებაში მიღებული საქმეების შესახებ;
  • ხვდება დასაცავ პირს და უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
  • აანალიზებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს საქმის წარმატებით წარმართვისათვის მტკიცებულებების შეგროვებას და წარდგენას შესაბამის უწყებაში ან სასამართლოში;
  • წარმოადგენს დასაცავ პირს სასამართლოში;
  • ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს – განცხადებებს, სარჩელებს, შესაგებლებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ.;
  • ახდენს დასაცავი პირის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 


მომსახურებით სარგებლობის პირობები

 

 

 
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული დოკუმენტების შედგენა
იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში
იურიდიული დახმარება არასრულწლოვანთათვის
იურიდიული დახმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის
იურიდიული დახმარება ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის
იურიდიული დახმარება საოჯახო სამართლის საკითხებზე
იურიდიული დახმარება მემკვიდრეობის საკითხებზე
იურიდიული დახმარება დევნილთა უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება სოციალური დახმარების საკითხებზე
იურიდიული დახმარება პენსიის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პაციენტთა უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის
იურიდიული დახმარება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოების საქმეებზე
იურიდიული დახმარება ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეებზე
იურიდიული დახმარება თავშესაფრის მაძიებელთათვის
იურიდიული დახმარება ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაციის საკითხებზე
იურიდიული დახმარება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური უფლებების საკითხებზე
იურიდიული დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური უფლებების საკითხებზე