Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ავღანეთის მოქალაქეს ლტოლვილის სტატუსის მიღების შანსი გაუჩნდა

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მაია დადვანი ახორციელებდა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის,  ფ. ა.–ს  ინტერესების დაცვას თბილისის საქალაქო სასამართლოში. აღნიშნულმა ბენეფიციარმა იურიდიული დახმარების სამსახურს მაშინ მიმართა, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მას უარი უთხრა ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე.  

საზოგადოებრივმა ადვოკატმა მაია დადვანმა სამართლებრივი დახმარების მიზნით შეადგინა სარჩელი და მიმართა სასამართლოს.  იგი ითხოვდა ზემოსხენებული სამინისტროს მიერ გაცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას და ახალი, საპირისპირო შინაარსის აქტის გამოცემის დავალდებულებას.

სასამართლომ ნაწილობრივ გაითვალისწინა ადვოკატის პოზიცია – ბათილად იქნა ცნობილი  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეტყობინება – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით ფ. ა.–სათვის ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ნაწილში და ამავე სამინისტროს დაევალა კანონით დადგენილი წესით, გამოსცეს ახალი შესაბამისი აქტი, მოსარჩელისათვის ზემოაღნიშნული სტატუსის მინიჭების თაობაზე.