Top

ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

მობილური საკონსულტაციო ცენტრი სოფელ მაღლაკს ესტუმრა

2026 წლის 12 თებერვალს, ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტები მაია ხვადაგიანი და ინა მელაძე, სამსახურის მოიბილური საკონსულტაციო კამპანიის ფარგლებში ესტუმრნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკს.

კონსულტანტება, მობილური საკონსულტაციო ცენტრის გამოყენებით, რომელიც სპეციალურად აღჭურვილ მიკროავტობუსს წარმოადგენს, კონფიდენციალურობის დაცვით, ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს სოფელ მაღლაკში მცხოვრებ პირებს.

მოქალაქეებს აინტერესებდათ მიწის რეგისტრაციის, პენსიის და მემკვიდრეობის მიღების საკითხები, ასევე  სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტაციის თემატიკა. 

აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით.