Top

სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

გადახდისუუნარო მოქალაქეს მემკვიდრეობის მიღების შესაძლებლობა მიეცა

15 მარტს კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს სამართლებრივი კონსულტაციისთვის მიმართა გადახდისუუნარო მოქალაქე გ. მ.–მ, რომლსაც გარდაცვლიული მამის მემკვიდრეობის გადაფორმება სურდა, მაგრამ  გაშვებული ქონდა  სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142–ე მუხლი).
ბენეფიციარმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ მან დახმარებისთვის ნოტარიუსს მიმართა, მაგრამ  ზემოხსენებული ვადაგადაცილების გამო, ვერ ახერხებდა მემკვიდრეობის მიღებას და მის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.

საზოგადოებრივმა ადვოკატმა ბექა ჯავახიშვილმა ბენეფიციარს მოუმზადა განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომლითაც მოითხოვა სამკვიდროს მიღების და მისი დაუფლების ფაქტის დადგენა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში წარმომადგენლობაც გაუწია.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ  ადვოკატის არგუმენტები სრულად გაიზიარა და მოქალაქე გ. მ.–ს მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად, გადახდისუუნარო ბენეფიციარს მამის მემკვიდრეობის მიღების შესაძლებლობა მიეცა.