Top

ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

მაღალმთიან სოფელ ზოტს მობილური საკონსუტაციო ცენტრი ესტუმრა

2024 წლის 23 თებერვალს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი ცირა მდინარაძე და სალომე ბარამიძე, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მობილურ საკონსულტაციო ცენტრთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან სოფელ ზოტს ესტუმრნენ. 

ზოტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციიდან საკმაოდ მოშორებული სოფელია. ხშირია დიდთოვლობა, ამიტომ უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაჩენა, სოფლის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

ადვოკატებმა ზოტის მცხოვრებლებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ბიუროს მუშაობის სპეციფიკა და მიაწოდეს ინფორმაცია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე: მიწის რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, სესხები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და სხვა. დარიგდა ჟურნალი "საზოგადოებრივი ადვოკატი " და სხვა სანფორმაციო მასალა. 

მობილური საკონსულტაციო ცენტრით ისარგებლა სოფელ ზოტის მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა. დანარჩენთათვის კი ოზურგეთის იურიდიული დახნარების ბიუროს კარი ყოველთვის ღიაა ახალ მისამართზე: ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა, ახალაშენებული საოფისე შენობა, ეკლესიის მიმდებარედ.

აღსანიშნავია, რომ “იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი” არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. ცენტრი შეიქმნა იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით,  გერმანიის მთავრობისა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia  "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის მხარდაჭერით.

 

undp undpgeorgia germany ruleoflaw justice justiceforall accesstojustice lasGeorgiia legalaid