Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ადვოკატ ირაკლი ესიავას მეოხებით, სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო

თბილისის  იურიდიული  დახმარების ბიუროს ადვოკატი ირაკლი ესიავას 2015 წლის 12 აგვისტოს დაევალა მოქალაქე ს.ჯ.–ს ინტერესების დაცვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  223–ე პრიმა მუხლით (ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა). 

ბრალდებული თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას. სახელმწიფო ბრალდების დადგენილებაში აღნიშნული იყო, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს, მოქალაქე ს.ჯ.–ს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ერთად წაუყენა ბრალი. საბოლოოო ჯამში მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ბრალის ათვლა კი 2007 წლიდან დაიწყო. 

საზოგადოებრივი ადვოკატმა ირაკლი ესიავამ, რომელიც აღნიშნულ საქმეში ბოლო ორი წლის განმავლობაში სავალდებულო დაცვის წესით იყო ჩართული, სასამართლოს წარუდგინა არგუმენტები, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის, ფარულ აუდიო ჩანაწერებს. 

საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, განიხილა სისხლის სამართლის საქმის სხვა მასალები,  სრულად გაიზიარა ადვოკატის პოზიცია და  2017 წლის 3 ნოემბერს მოქალაქე ს. ჯ. უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.