Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ლალი ეუაშვილი (კონსულტანტი)

ლალი ეუაშვილმა იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობა დაიწყო 2016 წლის ივლისში. მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსტეტი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ ჩააბარა საერთო სამაგისტრო გამოცდა და არის მაგისტრი კერძო ბიზნეს სამართლის მიმართულებით

2016 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და გახლავთ ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი წევრი.  აქვს როგორც კერძო, ასევე, საჯარო ორგანიზაციებში მუშაობისა და სტაჟირების გამოცდილება. აქვს კერძო დავებში სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში  წარმომადგენლობის პრაქტიკა.

სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლად და კომისიის წევრად. გავლილი აქვს როგორც სამართლებრივი, ასევე, პიროვნული განვითარების ტრენინგები. აგრეთვე, მუდმივად ზრუნავს საკუთარ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე.

ლალი ეუაშვილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერია. როგორც ტრენერი, იგი პერიოდულად უზიარებს თავის კოლეგებს ცოდნასა და გამოცდილებას ისეთ საკითხზე როგორიცაა: სანივთო სამართალი და მასში შემავალი ინსტიტუტები (გირავნობა, იპოთეკა, საკუთრების აღიარებისა და რეგისტრაციის  საკითხები).