სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები ნათია პაჭკორია და კობა გაბელაია, 2018 წლის 7 თებერვალს ფოთის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. გასვლითი კონსულტაციის მიზანი იყო ახალგაზრდებისათვის მიეწოდებინათ ინფორმაცია სამსახურის და უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ.
როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახური დაარსების დღიდან ახორციელებს არასრულწლოვანთა სავალდებულო დაცვას სისხლის სამართლის საქმეებზე. გასულ 2017 წელს სამსახურის ბიუროების საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში1005 არასრულწლოვნის ინეტერესები დაიცვეს.
ფოთის ბიუროს წარმომადგნელებმა არასრულწლოვნებს გაუწიეს კონსულტაცია ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ნაადრევი ქორწინების, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე, არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის დაუშვებლობაზე. ყურადღება გამახვილდა "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე", რომელიც 2016 წლიდან ამოქმედდა და რაც მართლმსაჯულების სისტემის ორგანოების მხრიდან ბავშვების მიმართ განსაკუთრებული მოპყრობის სტანდარტებს აწესებს. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში. იურისტებმა ბავშვების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
ანალოგიური სახის შეხვედრები ფოთის მუნიციპლიტეტის სხვა სკოლებშიც განხორციელდება.