ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა უფლებების დაცვა წარმოადგენს იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას.
იურიდიული დახმარების სამსახური ყოფილ სახელმწიფო მოხელეებს და მეცნიერებს საკუთარი უფლებების დასაცავად სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მათ შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პირადი, ასევე, სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით. იურიდიული დახმარების სამსახური ყოფილი სახელმწიფო მოხელის და მეცნიერის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ დავაზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ პირი არის გადაახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას.
ყოფილ სახელმწიფო მოხელეებს და მეცნიერებს უფლება აქვთ მიიღონ სოციალური დაცვის გარანტიები, კერძოდ სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე მათ მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის შესაძლებლობების შეზღუდვის და გარდაცვალების გამო.
სახელმწიფო კომპენსაცია არის პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა კანონით დადგენილი წესით და ოდენობით.
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია არის მეცნიერის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა კანონით დადგენილი წესით და ოდენობით.
კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ:
- საქართველოს პარლამენტის წევრებს;
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს;
- საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს;
- გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს;
- სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს;
- სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირებს;
- პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს;
- საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებს;
- უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს;
- საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეებს;
- მეცნიერებს;
- სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს;
- „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს;
- საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 553 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის/მაშველის ოჯახის წევრებს;
- საქართველოს პარლამენტის წევრის და პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ აგრეთვე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.
ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება წარმოიშობა:
- კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვისას;
- 65 წლის ასაკის მიღწევისას;
- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას;
- მარჩენალის გარდაცვალებისას;
- ოჯახის წევრის გარდაცვალებისას.
თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა როგორც კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის და სახელმწიფო პენსიის აღების შესაძლებლობა, მას აქვს მხოლოდ კანონით მინიჭებული ერთი სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.
კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.
სამართლებრივი აქტები
მომსახურების ფარგლები
სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:
- ეცნობა ინფორმაციას და საქმის მასალებს წარმოებაში მიღებული საქმეების შესახებ;
- ხვდება დასაცავ პირს და უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
- აანალიზებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს საქმის წარმატებით წარმართვისათვის მტკიცებულებების შეგროვებას და წარდგენას შესაბამის უწყებაში ან სასამართლოში;
- წარმოადგენს დასაცავ პირს სასამართლოში;
- ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს – განცხადებებს, სარჩელებს, შესაგებლებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ.;
- ახდენს დასაცავი პირის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
მომსახურებით სარგებლობის პირობები