Top

პაციენტთა უფლებები

ონლაინ დახმარება

პაციენტთა უფლებები

პაციენტის უფლებების დაცვა იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

იურიდიული დახმარების სამსახური საკუთარი უფლებების დასაცავად პაციენტებს სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მათ შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პირადი ასევე სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით. იურიდიული დახმარების სამსახური პაციენტთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ დავებზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ პირი არის გადაახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას.

პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს:

  • კომპენსაცია ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია: პაციენტის უფლებების დარღვევით, არასწორი სამედიცინო ჩარევით, სამედიცინო დაწესებულების სხვა ხარვეზით; სახელმწიფოს მიერ არსასწორად რეგულირებით;
  • სამედიცინო პერსონალის საქმიანობის შეჩერება ან გაუქმება;
  • სამედიცინო და სანიტარული წესების დაცვა/შეცვლა;
  • სამედიცინო მომსახურება თანაბრად ხელმისაწვდომია ყველასთვის, უპირატესობა უნდა მიენიჭოს პაციენტს მხოლოდ სამედიცინო ჩვენების მიხედვით;
  • ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რაც აუარესებს ან აუმჯობებსებს მის მდგომარეობას;
  • გაეცნოს სამედიცინო ჩანაწერებს მის შესახებ და მოითხოვოს შესწორების შეტანა;
  • ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების რესურსებისა და ღირებულების შესახებ;
  • ინფორმაცია სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ;
  • ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;
  • ინფორმაცია სამედიცინო მომსახურებაზე განცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
  • ინფორმაცია დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ;
  • ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების გამწევის ვინაობისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაციის მიწოდება მისთვის გასაგებ ენაზე, სპეციფიკური ტერმინების მინიმალურად გამოყენებით;
  • გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
  • მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე განაცხადოს უარი სამედიცინო მომსახურების მიღებაზე;
  • წინასწარ წერილობით გამოხატოს თანხმობა ან უარი უგონო მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში მისთვის სიცოცხლის შემანარჩუნებელი მკურნალობით თუ აქვს განუკურნებელი დაავადება;
  • ორსულ ან მეძუძურ დედას უფლება აქვს მიღოს ინფორმაცია ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში ნაყოფზე ან ახალშობილზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ (მშობიარეს არ აქვს უფლება უარი თქვას სამედიცინო ჩარევაზე, რომელიც აუცილებელია ნაყოფის სიცოცხლისათვის);
  • არასრულწლოვან პაციენტს აქვს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. მიწოდებული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს მის ასაკსა და გონებრივი განვითარების დონეს;
  • სამხედრო მოსამსახურეს, წვევამდელსა და სამხედრო სამსახურში კონტრაქტით დაქირავებულს ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრისათვის აქვთ დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის მოთხოვნისა და ჩატარების უფლება;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირისთვის ხელმისაწვდომია ჯანმრთელობის უფლების დაცვა სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების მეშვეობით;
  • ყველა მოქალაქეს აქვს ორგანოს სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ გაცემაზე თანხმობის ან უარის წერილობით გაცხადების უფლება;
  • შეუძლია იყოს სისხლის და სისხლის კომპონენტების დონორი ნებაყოფლობით (სისხლისა და სისხლის კომპონენეტების აღება დასაშვებია 18-დან 65 წლის ასაკამდე დონორისაგან).

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

  • პაციენტს შეიძლება არ მიეწოდოს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თუ ივარაუდება, რომ ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებს;
  • სამედიცინო მომსახურების გაწევისას აუცილებელია პაციენტის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება:
  • თუ გადაუდებებლი სამედიცინო დამხარება ესაჭიროება პირს, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი, მისი კანონიერი წარმომადგენელი ვერ ძებნება ან არ არის თანახმა სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, გადაწყვეტილებას იღებს სამედიცინო მომსახურების გამწევი პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით:
  • პაციენტის ან მისი მონაცემების სწავლების ობიექტად გამოყენებისთვის აუცილებელია მისი თანხმობა;
  • სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია დაიცვას პაციენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ;
  • პაციენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დარღვევა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხევევბში, თუ საფრთხე ექმნება თვითონ პაციენტის ან სხვა პირის ჯანმრთელობას;
  • აკრძალულია პირის დისკრიმინაცია გენეტიკური ან სქესის ნიშნით.

სახელმწიფოს ვალდებულებები მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში:

  • უზრუნველყოფს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს;
  • აკონტროლებს განსაკუთრებით საშიში პათოგენებისა და ნივთიერებების ფლობასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
  • აკონტროლებს გადამდები და ენდემური დაავადებების გავრცელებას;
  • უზრუნველყოფს პროფილაქტიკური აცრების ჩატარებას და ხელმისაწვდომობას;
  • უწევს ფსიქიკურად დაავადებულ პირთა სამედიცინო და სოციალურ დახმარებას;
  • ახორციელებს ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლისა და მკურნალობის ღონისძიებებს;
  • ახორციელებს ჰეპატიტების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისა და მკურნალობის ღონისძიებებს;
  • ახორციელებს აივ–შიდსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისა და მკურნალობის ღონისძიებებს;
  • ხელს უწყობს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვას;
  • უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებას ობოლი და მშობლების ზრუნვას მოკლებული, ფიზიკური და ფსიქიკური დეფექტების მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილ დაწესებულებებში.

 


სამართლებრივი აქტები

 


მომსახურების ფარგლები

სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

  • ეცნობა ინფორმაციას და საქმის მასალებს წარმოებაში მიღებული საქმეების შესახებ;
  • ხვდება დასაცავ პირს და უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
  • აანალიზებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს საქმის წარმატებით წარმართვისათვის მტკიცებულებების შეგროვებას და წარდგენას შესაბამის უწყებაში ან სასამართლოში;
  • წარმოადგენს დასაცავ პირს სასამართლოში;
  • ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს – განცხადებებს, სარჩელებს, შესაგებლებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ.;
  • ახდენს დასაცავი პირის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 


მომსახურებით სარგებლობის პირობები

იურიდიული დახმარების სამსახური პაციენტთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ დავებზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არის გადაახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას.

პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება აგრეთვე პირს, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

  • იმ მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰყავს 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
  • 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
  • მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სრულწლოვანი პირი;
  • მკვეთრად, მნიშვნელოვანად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა მიმდინარეობს ბავშვობიდან;
  • 18 წლამდე ასაკის დედმამით ობოლი ბავშვი;
  • რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, იურიდიული დახმარება შეიძლება გაეწიოს იმ პირსაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მაგრამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თვითონ ვერ გაწევს საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღნიშნული რეგულირდება იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 9 სექტემბრის №27 გადაწყვეტილებით. აღნიშნული პირობა ვრცელდება შემდეგი კატეგორიების პირებზე:

  • პირები, რომლებიც წარსულში აკმაყოფილებდნენ გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს და მათი მონაცემები მოიპოვება სოციალურად დაუცველთა ბაზის არქივში;
  • პირები, რომელთა მძიმე სოციალურეკონომიკური მდგომარეობა დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობებით;
  • მძიმე და განუკურნებული სენით დაავადებული პირები;
  • მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირი;
  • ასაკით პენსიონერი;
  • იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატი / ადვოკატის ოჯახის წევრი / ახლო ნათესავი;
  • მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი;
  • სსიპ ”დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ბენეფიციარი;
  • საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კათარზისის“ (სათნოების სახლი) ბენეფიციარი.
 
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული დოკუმენტების შედგენა
იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში
არასრულწლოვანთა დაცვა
ოჯახში ძალადობა
ქალთა მიმართ ძალადობა
საოჯახო სამართალი
მემკვიდრეობა
დევნილთა უფლებები
სოციალური დახმარება
პენსიის საკითხები
პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობა
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა
პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოება
ადმინისტრაციული პატიმრობა
თავშესაფრის მაძიებლები
ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებები
საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებები
ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაცია
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა უფლებები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები