პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობა
იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა და მხარდამჭერის დანიშვნა.
იურიდიული დახმარების სამსახური საკუთარი უფლებების დასაცავად ბენეფიციარებს სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მათ შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პირადი ასევე სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით. სამოქალაქო სამართალწარმოებაში პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა და მხარდამჭერის დანიშვნა ერთადერთი საკითხია, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო დაცვას, ანუ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი მიუხედავად მისი გადახდისუუნარობისა და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობისა.
პირი მხარდაჭერის მიმღებად შეიძლება ცნობილი იქნეს, თუ მას აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფქტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.
პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს თავად ამ პირმა, მისმა ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ.
პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უფლება აქვს:
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის სხვა სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობას განახორციელებს 2018 წლის 1 აპრილიდან, მიუხედავად მათი გადახდისუუნარობის კრიტერიუმებისა და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობისა.
სამართლებრივი აქტები
მომსახურების ფარგლები
სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:
მომსახურებით სარგებლობის პირობები