Top

ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაცია

ონლაინ დახმარება

ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაცია

იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს იურიდიული დახმარების გაწევა ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფილობითი იზოლაციის საკითხებზე.

იურიდიული დახმარების სამსახური ტუბერკულოზით დაავადებულ პირებს საკუთარი უფლებების დასაცავად სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მათ შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პირადი, ასევე, სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით. იურიდიული დახმარების სამსახური ტუბერკულოზით დაავადებული პირის არანებაყოფლობით იზოლაციასთან დაკავშირებულ დავაზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ პირი არის გადაახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას.

პაციენტს, რომელსაც დაუდგინდება ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევა, აქვს ტუბერკულოზის გადამდები ფორმა და უარს ამბობს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის დაწყებაზე, უარს ამბობს გამოკვლევის ჩატარებაზე ან/და გადიოდა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობას და მის დასრულებამდე შეწყვიტა მკურნალობა, სასამართლო ბრძანების საუძველზე მოთავსდება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ. არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებები არის უკიდურესი ზომა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ამოწურულია ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებული პაციენტის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების და მისი ნებაყოფლობითი მკურნალობის პროცესში ჩართვის ყველა საშუალება და არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებების გამოყენების გარეშე ინფექციის გავრცელების თავიდან აცილება შეუძლებელია.

სასამართლოში საქმის განხილვისას სავალდებულოა პაციენტის მონაწილეობა თუ მისი მონაწილეობით სხვათა ჯანმრთელობას არ შეექმნება საფრთხე. ასევე სავალდებულოა საქმის განხილვაში მონაწილეობდეს ადვოკატი. თუ პაციენტს არ აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია მას ადვოკატი დაუნიშნოს სახელმწიფოს ხარჯზე.

პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მიმართოს იურიდიული დახმარების სამსახურს ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით.

არანებაყოფლობითი იზოლაციისას პაციენტს უფლება აქვს:

  • უზრუნველყოფილ იქნეს საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენის საშუალებებით, ტანსაცმლითა და სამედიცინო მომსახურებით, ტუბერკულოზის კონტროლის მოთხოვნათა დაცვით;
  • სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ტერიტორიაზე, რომელშიც ხორციელდება მისი არანებაყოფლობითი იზოლაცია, შეხვდეს ოჯახის წევრს და ადვოკატს, აგრეთვე აღნიშნული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით – სხვა პირს;
  • მიმართოს სასამართლოს მის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შუამდგომლობით, თუ იგი მიიჩნევს, რომ არანებაყოფლობით იზოლაციაში ყოფნისას ირღვევა მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ან აღარ არსებობს არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძველი. სასამართლო შუამდგომლობის მიღებიდან 72 საათში წყვეტს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის საკითხს. სასამართლო ამ გადაწყვეტილების მიღებისას სხვა გარემოებებთან ერთად ითვალისწინებს პაციენტის მიერ არანებაყოფლობითი იზოლაციის პირობებში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის ნებაყოფლობითი აღდგენის საკითხს. სასამართლოს მიერ პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პაციენტი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობას განაგრძობს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მეთვალყურეობით;
  • მიიღოს ამანათები და ფულადი გზავნილები, მიიღოს ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ისარგებლოს წიგნებით, ისარგებლოს ტელეფონით და ინტერნეტით, ჰქონდეს მიმოწერა.

საქართველოს მოქალაქე პაციენტისთვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვაში ხელის შეწყობის მიზნით, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვის შემთხვევაში, ამბულატორიული მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში სახელმწიფო აღნიშნულ პაციენტს უზრუნველყოფს სოციალური დახმარებით, რომელიც ფულადი წახალისების სახით გაიცემა. რეგულარული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს ფულადი წახალისება მიეცემა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, ხოლო რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს – არაუმეტეს 20 თვის განმავლობაში.

 


სამართლებრივი აქტები

 


მომსახურების ფარგლები

სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

  • ეცნობა ინფორმაციას და საქმის მასალებს წარმოებაში მიღებული საქმეების შესახებ;
  • ხვდება დასაცავ პირს და უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
  • აანალიზებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს საქმის წარმატებით წარმართვისათვის მტკიცებულებების შეგროვებას და წარდგენას შესაბამის უწყებაში ან სასამართლოში;
  • წარმოადგენს დასაცავ პირს სასამართლოში;
  • ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს – განცხადებებს, სარჩელებს, შესაგებლებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ.;
  • ახდენს დასაცავი პირის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 


მომსახურებით სარგებლობის პირობები

 

 

 
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული დოკუმენტების შედგენა
იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში
არასრულწლოვანთა დაცვა
ოჯახში ძალადობა
ქალთა მიმართ ძალადობა
საოჯახო სამართალი
მემკვიდრეობა
დევნილთა უფლებები
სოციალური დახმარება
პენსიის საკითხები
პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობა
პაციენტთა უფლებები
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა
პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოება
ადმინისტრაციული პატიმრობა
თავშესაფრის მაძიებლები
ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებები
საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებები
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა უფლებები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები