ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაცია
იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს იურიდიული დახმარების გაწევა ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფილობითი იზოლაციის საკითხებზე.
იურიდიული დახმარების სამსახური ტუბერკულოზით დაავადებულ პირებს საკუთარი უფლებების დასაცავად სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მათ შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პირადი, ასევე, სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით. იურიდიული დახმარების სამსახური ტუბერკულოზით დაავადებული პირის არანებაყოფლობით იზოლაციასთან დაკავშირებულ დავაზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ პირი არის გადაახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას.
პაციენტს, რომელსაც დაუდგინდება ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევა, აქვს ტუბერკულოზის გადამდები ფორმა და უარს ამბობს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის დაწყებაზე, უარს ამბობს გამოკვლევის ჩატარებაზე ან/და გადიოდა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობას და მის დასრულებამდე შეწყვიტა მკურნალობა, სასამართლო ბრძანების საუძველზე მოთავსდება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ. არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებები არის უკიდურესი ზომა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ამოწურულია ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებული პაციენტის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების და მისი ნებაყოფლობითი მკურნალობის პროცესში ჩართვის ყველა საშუალება და არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებების გამოყენების გარეშე ინფექციის გავრცელების თავიდან აცილება შეუძლებელია.
სასამართლოში საქმის განხილვისას სავალდებულოა პაციენტის მონაწილეობა თუ მისი მონაწილეობით სხვათა ჯანმრთელობას არ შეექმნება საფრთხე. ასევე სავალდებულოა საქმის განხილვაში მონაწილეობდეს ადვოკატი. თუ პაციენტს არ აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია მას ადვოკატი დაუნიშნოს სახელმწიფოს ხარჯზე.
პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მიმართოს იურიდიული დახმარების სამსახურს ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით.
არანებაყოფლობითი იზოლაციისას პაციენტს უფლება აქვს:
საქართველოს მოქალაქე პაციენტისთვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვაში ხელის შეწყობის მიზნით, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვის შემთხვევაში, ამბულატორიული მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში სახელმწიფო აღნიშნულ პაციენტს უზრუნველყოფს სოციალური დახმარებით, რომელიც ფულადი წახალისების სახით გაიცემა. რეგულარული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს ფულადი წახალისება მიეცემა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, ხოლო რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს – არაუმეტეს 20 თვის განმავლობაში.
სამართლებრივი აქტები
მომსახურების ფარგლები
სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:
მომსახურებით სარგებლობის პირობები