Top

დირექტორის მოადგილე

ონლაინ დახმარება

ირაკლი შონია

დირექტორის მოადგილე განვითერების მიმართულებით
იურიდიული დახმარების სამსახური

 

ირაკლი შონია საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილეა. იგი ამ თანამდებობას 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს და ზედამხედველობას უწევს ხარისხის მონიტორინგისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებს.

ირაკლი შონია 2008-2013 წლებში მუშაობდა იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოში. მისი პასუხისმგებლობის სფეროში შედიოდა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა სწავლების, პროფესიული სტანდარტებისა და გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების საკითხები.

ირაკლი შონია იურისტთა პროფესიული საზოგადოების აქტიური წევრია. 2012-2013 წლებში იგი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი. გარდა ამისა, არის სერტიფიცირებული ტრენერი და, სხვადასხვა ორგანიზაციის მოწვევით, უძღვება ტრენინგებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, სასამართლო უნარ-ჩვევებისა და სხვა საკითხებზე.

ირაკლი შონია აქტიურად მონაწილეობს Legal Aid Reformers’ Network-ში, რომელიც მუშაობს პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებში იურიდიული დახმარების სისტემების რეფორმის და სისხლის სამართლის ადვოკატებისათვის პროფესიული სტანდარტების შემუშავების მიმართულებით.