Top

ადმინისტრაციული პატიმრობა

ონლაინ დახმარება

ადმინისტრაციული პატიმრობა

პირის დაცვა ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეზე წარმოადგენს იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას. 

იურიდიული დახმარების სამსახური ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეზე საკუთარი უფლებების დასაცავად პირებს სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მათ შეუძლიათ ისარგებლონ როგორც პირადი ასევე სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით. იურიდიული დახმარების სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე უფასო საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს, თუ ადვოკატის დანიშვნას მოითხოვს ის გადახდისუუნარო პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს წარმოება იმ საქმეზე, რომლისთვისაც სახდელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა და თუ საქმეში არ მონაწილებს მის მიერ აყვანილი ადვოკატი.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს:

  • გაეცნოს საქმის მასალებს;
  • მისცეს ახსნა-განმარტება;
  • წარადგინოს მტკიცებულება;
  • განაცხადოს შუამდგომლობა;
  • საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით;
  • გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
  • გაასაჩივროს მიღებული დადგენილება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ, თუმცა მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე მეტი. ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოთ ორსულ ქალებს, დედებს, რომლებსაც ჰყავთ 12 წლამდე ასაკის ბავშვები, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირებს, პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს.

ადმინიტრაციული პატიმრობა გამოიყენება ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორებიცაა წვრილმანი ხულიგნობა; სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა; შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და  ვალდებულებების შეუსრულებლობა და სხვა.

 


სამართლებრივი აქტები

 


მომსახურების ფარგლები

სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე მუშაობისას, იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი, როგორც წესი, ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

  • ეცნობა ინფორმაციას და საქმის მასალებს წარმოებაში მიღებული საქმეების შესახებ;
  • ხვდება დასაცავ პირს და უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;
  • აანალიზებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს საქმის წარმატებით წარმართვისათვის მტკიცებულებების შეგროვებას და წარდგენას შესაბამის უწყებაში ან სასამართლოში;
  • წარმოადგენს დასაცავ პირს სასამართლოში;
  • ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს – განცხადებებს, სარჩელებს, შესაგებლებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ.;
  • ახდენს დასაცავი პირის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

 


მომსახურებით სარგებლობის პირობები

 

 

 
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული დოკუმენტების შედგენა
იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის პროცესში
არასრულწლოვანთა დაცვა
ოჯახში ძალადობა
ქალთა მიმართ ძალადობა
საოჯახო სამართალი
მემკვიდრეობა
დევნილთა უფლებები
სოციალური დახმარება
პენსიის საკითხები
პირის „მხარდაჭერის მიმღებად“ ცნობა
პაციენტთა უფლებები
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა
პატიმართა დისციპლინური სამართალწარმოება
თავშესაფრის მაძიებლები
ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და მეცნიერთა სოციალური უფლებები
საომარ მოქმედებებში დაღუპულ და უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების სოციალური უფლებები
ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა არანებაყოფლობითი იზოლაცია
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა უფლებები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები