Top
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დირექტორი

ონლაინ დახმარება

მელიტონ ბენიძე

დირექტორი,
იურიდიული დახმარების სამსახური

 

მელიტონ ბენიძე ერთ–ერთია საქართველოში მოღვაწე პროფესიონალთაგან, რომლებიც იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმაში საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ჩართულნი. მელიტონ ბენიძე წარმოადგენს საზოგადოებრივი ადვოკატების პირველ თაობას, რომელმაც 2005 წელს შესაძლებელი გახადა საქართველოში პირველი იურიდიული დახმარების ბიუროების ამოქმედება და საფუძველი ჩაუყარა იურიდიული დახმარების სამსახურის წარმატებულ განვითარებას.

2007-2008 წლებში, ბატონი ბენიძე ხელმძღვანელობდა საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველაზე მსხვილ იურიდიული დახმარების ბიუროს. 2008-2011 წლებში კი საქმიანობდა მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოში, სადაც იურიდიული დახმარების ხარისხისა და ადვოკატთა პროფესიული დამოუკიდებლობის საკითხებზე მუშაობდა.

2012 წლიდან, ბატონი ბენიძე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორია. მისი ხელძღვანელობით, სამსახურმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია: სამსახურმა მოიპოვა სრული ინსტიტუციური დამოუკიდებლობა ხელისუფლების ყველა შტოსგან. მნიშვნელოვნად გაიზარდა სამსახურის საბიუჯეტო დაფინანსება. ასევე, შესაძლებელი გახდა იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოება.