Top

თბილისის იურიდიული დახმარების ბიურო

ონლაინ დახმარება

ოფისები

ვლადიმერ გამრეკელაშვილი (ადვოკატი)

ვლადიმერ გამრეკელაშვილი იურისტად მუშაობს 2005 წლიდან.  კერძოდ, ის იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმის და გურიის რეგიონალური სამმართველოს გამომძიებელი. აგრეთვე, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
2007–2015 წლამდე ვლადიმერ გამრეკელაშვილი ეწეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალობით. 
2015 წლიდან საქმიანობა განაგრძო იურიდიული დახმარების სამსახურში ადვოკატის თანამდებობაზე – სამოქალაქო–ადმინისტრაციული  სპეციალობით. 
ვლადიმერ გამრეკელაშვილს გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში, მათ შორის, პროფესიული ეთიკის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის საკითხებზე.
ვლადიმერ გამრეკელაშვილი არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში  სპეციალიზებული  ადვოკატი