2025 წლის 9-10 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და მათ შორის, ეფექტიანი დაცვის უფლების რეალიზების ხარისხს ქვეყანაში. ასევე, სისხლის სამართლის საქმეებში ნეიტრალური მტკიცებულებების პრობლემას, გაუთქმელობის ვალდებულების ფარგლებს, ადვოკატებსა და ბრალდებულებს შორის კონფიდენციალური და შეუზღუდავი კომუნიკაციის ასპექტებს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული/დაპატიმრებული პირების დაცვის უფლებას და სხვა.
ადვოკატებმა სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდეს ინფორმაცია მათ სამუშაო პრაქტიკაში არსებული გამოწვევების თაობაზე და მხარეები შეთანხმდნენ უფრო მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
აღნიშნული შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ (DAI) ფარგლებში გაიმართა.