2026 წლის 20 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს უფროსი ესმა ნორაკია და ფსიქოლოგი მელანია კუპრაშვილი ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
ადვოკატმა ბავშვებს იურიდული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნო, მიაწოდა ინფორმაცია ბავშვის უფლებათა დაცვისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსების შესახებ, ფსიქოლოგთან ერთად განუმარტა ბულინგისა და დისკრიმინაციის მთავარი ასპექტები, ესაუბრა ტოლერანტობის შესახებ.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ფსიქოლოგის მიერ შემოთავაზებულ ინტერაქციულ თამაშში.
